Thursday, July 24, 2014

ტრენინგის შეჯამება

საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს .   მით უმეტეს როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს .
    ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად .
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადებასურათის ჩასმა ბლოგშისაჭირო რესურსების მოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები . საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა .
    ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე
      განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები 
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი . ამიტომ ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე . რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება , ბლოგის წაშლა - აღდგენა .   ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით .
    შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება . ვისწავლე ბლოგის გაჯეტი - საათის ჩასმა
     ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე ,  მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა . გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის . მნიშვნელოვანია , დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი . ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint- ში .
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე . შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა , ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა .    ბლოგში გვერდების დამატება - შექმნა , დასათაურება და შენახვა . ასევე კორექტირება და წაშლა .
 ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო
  უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და  უდიდეს წარმატება   ვუსურვო.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე დავიწყეთ გამეორებით. გავიხსენეთ განვლილი მასალა და პრაქტიკულად გავაკეთეთ გაჯეტების დამატება, შეცვლა, გადაადგილება და ..
   დღეს ვისწავლე ბლოგში გვერდების დამატება-შექმნა, დასათაურება და შენახვა. ასევე კორექტირება და წაშლა.
   სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ვთვლი, რომ ასეთი სახით ფოტოების მიწოდება უფრო საინტერესო და სახალისოა.
    დღის ბოლოს გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია.
   ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის,  ბევრი პრაქტიკული და ძალიან საჭირო უნარ-ჩვევა შევიძინე.
    მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთევანს გაწეული უდიდესი შრომისათვის და  წამატება ვუსურვო.
     

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე


დღევანდელი ტრენინგიც ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე. დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-შიმოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანაძალიან ნაყოფიერი დღე იყო, ბევრი რამ ვისწავლე ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით.
     


Monday, July 21, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

 სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის საჭიროების  გათვალისწინება დავალების მიცემისას. დღეს შევადგინე  პროექტის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის მისაცემი დავალება.  ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.  მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა.  ძალიან მომწონს ტრენინგი და გული მწყდება, რომ დასასრულს უახლოვდება. მადლობა ქალბატონ  ქეთინოს, რომ არა  ეს  ტრენინგი ამდენ რამეს ვერ ვისწავლიდი


Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე,შევქმენით და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშებში.   ტრენერმა აგვიხსანა,რომ პრეზენტაციაში უნდა ჩანდეს,რა კვლევა ჩაატარა მოსწავლემ,მიზანი,პროექტის მიმდინარეობა და შედეგი-დიაგრამის სახით.   გადავხედეთ ვიუერში არსებულ გეგმებს და შეფასების რუბრიკებს.ვიმუშავეთ ბლოგებზე,გავაკეთეთ რეფლექსია.



Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

       ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. მოვახდინე ჩემი პროექტის სტანდარტთან შესაბამისობა. გავარჩიეთ საავტორო უფლებები და გადავიტანეთ მოძიებული ციტატები. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება  ბლოგზე.
გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს: სათაურის, დიზაინის შეცვლას; გაჯეტების და გამოკითხვის ჩასმას. შევქმენით მოსწავლის ბლოგიდღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ


Friday, July 18, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

          ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  საკითხი სწავლების პროცესში შეფასებაა, ამიტომ დღევანდელ ტრენინგზე განხილული საკითხები, რომლებიც შეფასების სახეებსა და შეფასების რუბრიკებს შეეხებოდა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.  ყურადღებით წავიკითხე მოცემული მასალა და კმაყოფილი დავრჩი შემოთავაზებული საკითხების მოცულობითა და შინაარსით. ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებელი საკუთარ პრაქტიკაში.
     შევქმენი  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე