Thursday, July 24, 2014

ტრენინგის შეჯამება

საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს .   მით უმეტეს როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს .
    ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად .
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადებასურათის ჩასმა ბლოგშისაჭირო რესურსების მოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები . საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა .
    ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე
      განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავი ეთიკური და სამართლებრივი ნორმები 
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი . ამიტომ ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე . რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება , ბლოგის წაშლა - აღდგენა .   ყველაფერი წარმატებით ავითვისეთ ჩვენი ტრენერის წყალობით .
    შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება . ვისწავლე ბლოგის გაჯეტი - საათის ჩასმა
     ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე ,  მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა . გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის . მნიშვნელოვანია , დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი . ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint- ში .
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე . შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა , ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა .    ბლოგში გვერდების დამატება - შექმნა , დასათაურება და შენახვა . ასევე კორექტირება და წაშლა .
 ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო
  უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და  უდიდეს წარმატება   ვუსურვო.

No comments:

Post a Comment